„ევრონიუსის" ინფორმაციით, ასეთი განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ლვოვში მისი ვიზიტის დროს გააკეთა

დღეს, ლვოვში, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

მეცოლა დაჰპირდა ზელენსკის, რომ კიევსა და ევროკავშირის პარლამენტს შორის თანამშრომლობა „მხოლოდ გაძლიერდება" და გამოთქვა იმედი, რომ უკრაინას ამ წელს მიეცემა უფლება დაეწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რობერტ მეცოლა უკრაინის პარლამენტის სპიკერს შეხვდა და მასთან ერთად ქალაქის ქუჩებში გაისეირნა.



ახლახან მეცოლამ ტვიტერზე ზელენსკისთან სელფი გამოაქვეყნა და დაწერა:

„კვლავ ერთად უკრაინაში

უკრაინისთვის. ევროპისთვის.

მშვიდობისთვის. თავისუფლებისთვის. სამართლიანობისთვის.

მთელი ჩვენი ხალხისთვის." 



სელფი მეცოლამ ზელენსკისთან ერთად ლვოვში, ივან ფრანკოს ნაციონალურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას და გასაუბრების დაწყების წინ გადაიღო.