დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინა არასოდეს იქნება მარტო. ამის შესახებ მან კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პუტინმა შეიძლება, იფიქროს, რომ უფრო მეტხანს გაგვიძლებს, მაგრამ ის ცდება. ჩვენ თქვენს გვერდით ვიდგებით დღეს, ხვალ და რამდენი ხანიც საჭირო იქნება",– განაცხადა მან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ომით უკრაინა იცავს თავს და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას.
"თქვენი თავისუფლების სურვილმა შთააგონა და შეეხო ბრიტანელ ხალხს. ხოლო ჩვენი, მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოებისთვის, უკრაინის დახმარება არის ინვესტიცია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ის აქ არ გაჩერდება... სწორედ ამის გამო გაერთიანებული სამეფო და თავისუფალი სამყარო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ომის დაწყების დღიდან“, - აღნიშნა სუნაკმა.
სუნაკი კიევში დღეს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა და რიში სუნაკმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიულ შეთანხმებას, ასევე გამოცხადდა უკრაინის დახმარების ახალი, მასშტაბური პაკეტი.