დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას.
ამის შესახებ განცხადება რიში სუნაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„უკრაინის ქალაქებზე ეს მასობრივი თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი არაფრის წინაშე არ გაჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს მიზანს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას. ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს რუსეთმა უკრანის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელა. კიევის ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე გახდა არაერთი ქალაქი. მათ შორის კიევი, ლვოვი, ოდესა და სხვები. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 18 ადამიანი, 132 ადამიანი კი, დაშავდა.
These widespread attacks on Ukraine's cities show Putin will stop at nothing to achieve his aim of eradicating freedom and democracy.
— Rishi Sunak (@RishiSunak) December 29, 2023
We will not let him win.
We must continue to stand with Ukraine – for as long as it takes. https://t.co/cf6aDNwPjD