"საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, მიიღებს ეს ქვეყანა, მაგრამ მოგიწევთ ძალიან ბევრი ამოცანისა და რეკომენდაციის შესრულება, რაც შემდგომ უკვე წაგიყვანთ გაწევრიანების მოლაპარაკებამდე", - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ფორმულასთან, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნაკლებსავარაუდოა, მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ შეასრულოს ყველა რეკომენდაცია, მაგრამ ევროკომისიას სურს, იხილოს პროგრესი, იხილოს სწრაფვა ევროკავშირისკენ. შესაბამისად, სამივე მთავრობასთან აქვთ იმის მოლოდინი, რომ რაც შეიძლება დაუახლოვდნენ ევროკავშირის პერსპექტივას და შემდგომ უკვე გაუწევენ რეკომენდაციას სხვადასხვა რაღაცას სამივე ქვეყნისათვის.

საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, მიიღებს ეს ქვეყანა, მაგრამ მოგიწევთ ძალიან ბევრი ამოცანისა და რეკომენდაციის შესრულება, რაც შემდგომ უკვე წაგიყვანთ გაწევრიანების მოლაპარაკებამდე. ეს ასპექტები უნდა გვახსოვდეს. იგივე ხდება უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც. ისინიც შეიძლება ჩაერთონ გაწევრიანების მოლაპარაკებებში, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი შეასრულებენ უფრო მეტ რეკომენდაციებს ან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა შესრულებული, გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესში იქნება გათვალისწინებული.

შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სიმბოლური აქტი იმიტომ, რომ ბოსნიამაც მიიღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა მას ჰქონდა ძალიან ცუდი ანგარიში. ფაქტობრივად, კანდიდატის სტატუსს თავისი ღირებულება დაეკარგა იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თითქმის ავტომატურად ენიჭება სტატუსი. ესეც უნდა გავითვალისწინოთ." - აცხადებს იოზვიაკი.