უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კომენტარი გააკეთა ჭორებზე, რომ პრეზიდენტი მის შემცვლელს ეძებს. რეზნიკოვმა თქვა, რომ ეს თანამდებობა მისთვის "დროებითი ისტორიაა" და მას თავად შეუძლია გადადგეს. ამის შესახებ მან 24 Канал-თან ინტერვიუში განაცხადა.
"2021 წლის აგვისტოში, როდესაც მე და პრეზიდენტმა განვიხილეთ მისი წინადადება, მან იცოდა, რომ ეს ჩემი ოცნება არ იყო. ჩვენ მაშინვე განვიხილეთ, რომ ეს ჩემთვის დროებითი ამბავია. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც სურს თანამდებობის პირი იყოს მთელი ცხოვრება. მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები. მან იცის ჩემი გეგმები და სურვილი, ლექციების წაკითხვა და კერძო პრაქტიკაში ჩართვა." - აღნიშნა რეზნიკოვმა.
თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი იღებს. ამავე დროს, რეზნიკოვმა დასძინა, რომ მას შეუძლია თანამდებობა დატოვოს, თუ "აღარ ექნება ძალა და იუმორის გრძნობა, რომ გაიცინოს ადამიანებზე, რომლებსაც მისი გადადგომა სურთ."
10 აგვისტოს, Українська правда ხელისუფლებაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელს ეძებს.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება: ვიცე-პრემიერი უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ალექსანდრ კუბრაკოვი და უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრ კამიშინი.