NATO-ს სამიტის ფარგლებში, რომელიც ამ კვირაში ვილნიუსში ჩატარდა, უცხოელი პარტნიორები უკრაინას 1.5 მილიარდ ევროზე მეტ სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"უკრაინა თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან 1.5 მილიარდ ევროზე მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს." - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვილნიუსში შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო.
მინისტრმა დაასახელა შვიდი ქვეყანა, რომლებმაც სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადეს.
კერძოდ, რეზნიკოვმა ახსენა გერმანია 700 მილიონი ევროს ღირებულების ახალი დახმარების პაკეტით, რომელშიც შედის 25 ტანკი Leopard 1A5, 40 Marder 1A3-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 5 Bergepanzer 2-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა და საბრძოლო მასალა.
რეზნიკოვმა ასევე ჩამოთვალა ავსტრალიის, ნორვეგიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და კანადის მიერ გამოცხადებული სამხედრო დახმარების პაკეტები.