რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან, – იუწყება Reuters ოთხ რუსულ წყაროზე დაყრდნობით.
"ამავდროულად, რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ პუტინი მზად არის ომის გასაგრძელებლად, თუ კიევი და დასავლეთი ამ პირობებით ზავზე არ დათანხმდებიან", – იტყობინება Reuters.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, Reuters-ის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს „მარადიული ომი“ და მზად არის მოლაპარაკებებისთვის - მაგრამ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად.
მოსკოვს და კიევს გამოცემის პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ