პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტიდან ნიკოლაი პატრუშევი გადააყენა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ოფიციალურ Telegram არხშია ნათქვამი.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუ დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შოიგუს დანიშვნის შესახებ“, - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში.