რუსეთის პრეზიდენტის გადადებული მიმართვა ფედერაციის საბჭოსადმი შესაძლოა 20-21 თებერვალს გაიმართოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

იმავე თარიღებს ასახელებს პროპაგანდისტული РИА новости-ც. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ პუტინის მიმართვა შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, 24 თებერვალს გაიმართოს.