ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს.
"ჩვენი პროგნოზით, კრემლი ემზადება სტრატეგიული ნაბიჯებისთვის - დიდი ალბათობით, ლუგანსკის ოლქში - რათა უახლოეს 6 თვეში დაიბრუნოს ინიციატივა და დაასრულოს უკრაინის ოპერატიული წარმატებების სერია“, - აცხადებენ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები.
მათივე აზრით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ჯარის ქმედებები შესაძლოა მიზნად ისახავდეს უკრაინული ჯარის რამდენიმე მიმართულებით კონცენტრირებაზე, რათა შემდეგ ოკუპანტებმა შეიქმნან პირობები ლუგანსკის ოლქში იერიშისთვის, სადაც რუსეთს ბელარუსიდან მე-2 მოტომსროლელი დივიზიის ნაწილები გადაჰყავს.
„დიდი ალბათობით, რუსეთი იერიშს ლუგანსკის ოლქში გეგმავს, თუმცა ეს ასევე შეიძლება მოხდეს დონეცკის დასავლეთით, უგლედარის რაიონში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი იერიში ბელარუსიდან უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილზე განხორციელდეს. ამ ეტაპზე კვლავ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე დამრტყმელი ჯგუფების ფორმირებას ახდენს“, - აცხადებენ ISW-ში.