რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ, ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხის გადაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა სცადა უკრაინა საკუთარ ორბიტაში მოექცია და შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა NATO-ს სამხედრო ალიანსში ჩაეთრია.
"იმისთვის, რომ უკრაინის საკითხის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას," - აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, ასევე აუცილებელია "უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსის აღდგენა", რაც NATO-სა და ევროპულ უსაფრთხოებაზე რუსეთის მოთხოვნებს გულისხმობს.
Reuters-ის ცნობით, მაისში პუტინის პირობებში ომის დასასრულებლად შედიოდა დასავლელი ლიდერებისგან წერილობითი ვალდებულება NATO-ს გაფართოების შეჩერებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნის შესახებ.