პუტინი არ შეცვლილა და არც შეიცვლება, ბოლო 25 წელში მან ოთხი ომი დაიწყო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან პოლონეთის პრემიერმინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ პუტინი არ შეცვლილა და არც შეიცვლება, ის მტაცებელია. ბოლო 25 წელში მან ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთი, საქართველო, ყირიმი და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.
გამოცდილებიდან ვიცით, რომ მისი გაკონტროლება მხოლოდ ძლიერი შეკავების ძალით შეიძლება. ამიტომ, ჩვენ კოორდინირებულები, ზუსტები და სწრაფები უნდა ვიყოთ ჩვენი თავდაცვითი პოზიციების გაზრდაში ევროკავშირსა და კონკრეტულად ფრონტის ხაზზე მყოფ ქვეყნებში", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.