აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეჭვი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. იუწყება Daily Caller.

"შესაძლოა სამმხრივი შეხვედრა შედგეს. ორმხრივი - არ ვიცი", - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ზელენსკი და პუტინი ასევე შეადარა ბავშვებს, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ და სათამაშო მოედანზე ჩხუბობენ.

"მე ანალოგიას ვიყენებ. რამდენჯერმე გამომიყენებია. გყავს შვილი და სათამაშო მოედანზე კიდევ ერთი ბავშვია, მათ ერთმანეთი სძულთ და იწყებენ მუშტების ქნევას. და თქვენ გინდათ, რომ გაჩერდნენ, ისინი კი განაგრძობენ. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ ჩერდებიან. გესმით ეს? ეს არის დაახლოებით ასე. ზოგჯერ მათ ცოტა ბრძოლა უწევთ, ვიდრე მათ შეაჩერებ. თუმცა ეს დიდი ხანია გრძელდება. ბევრი ადამიანი დაიღუპა", - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, მან განცხადება გააკეთა აშშ-ის მონაწილეობასთან დაკავშირებით უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის არ განიხილავს ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნა, რომ თუ საომარი მოქმედებები შეწყდება, ის ევროპელებს საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.