რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანა მზადაა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, როგორც კი "მოსკოვისთვის მიცემული პირობები შესრულდება".
მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პრინციპული პოზიცია: ჩვენ მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობა, ამის შესახებ კიდევ ერთხელ ვუთხარი პრეზიდენტს და ამას გავაკეთებთ, როგორც კი ყველა შეთანხმება შესრულდება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ყველა მოთხოვნის შესრულებიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. ჩვენ არ ვართ ამ მარცვლეულის შეთანხმების წინააღმდეგი. ჩვენ მზად ვართ, მას დაუყოვნებლივ დავუბრუნდეთ, როგორც კი ჩვენთვის მოცემული დაპირებები შესრულდება. რუსული მხარე ყოველთვის თანხმდებოდა, რომ მარცვლეულის დერეფნები განკუთვნილი იყო სურსათის ექსპორტისთვის. ის არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ მსგავსი მიზნებისთვის გამოიყენება. ჩვენ ამას ვხედავთ", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.