ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით New York Times იუწყება.
New York Times-ის წყაროების ცნობით, რუსეთში მოგზაურობა სექტემბერში შედგება.
ვიზიტის დროს ლიდერები განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობას, მიაწოდოს რუსეთს მეტი იარაღი უკრაინაში ომისთვის, ასევე სხვა სახის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს.
კიმ ჩენ ინი იშვიათად ტოვებს ქვეყანას. ახლა ის გეგმავს ფხენიანიდან ვლადივოსტოკში გამგზავრებას თავისი მწვანე ჯავშანმატარებლით. იქ მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს.
შესაძლოა, კიმი მოსკოვშიც წავა, მაგრამ ეს გარკვეული არ არის.
პუტინს სურს, კიმი დათანხმდეს საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების გაგზავნაზე. სანაცვლოდ კიმმა მოითხოვა მოწინავე თანამგზავრული ტექნოლოგია და ბირთვული წყალქვეშა ნავები.
კიმმა რუსეთს სასურსათო დახმარებაც სთხოვა.
„ნიუ-იორკ ტაიმსის" თანახმადб ორივე ლიდერი მიიღებს მონაწილეობას აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 10-13 სექტემბერს ვლადივოსტოკში გაიმართება.
ასევე მოსალოდნელია, რომ კიმი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემებს ეწვევა.