ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მედია ავრცელებს
პოლონეთის ელჩი ბუდაპეშტში გაურკვეველი ვადით გაიწვიეს კონსულტაციებისთვის ვარშავაში მას შემდეგ, რაც უნგრეთმა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მარჩინ რომანოვსკის პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
მანამდე პოლონეთმა დაიბარა უნგრეთის ელჩი ვარშავაში.
რომანოვსკი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური ფონდიდან თანხების ხარჯვის საქმის მოქმედი პირია.