პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სიტყვებს „ევროპის დაცემის“ თაობაზე.
„მე ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს, დარჩეს იმ ორგანიზაციების წევრად, რომლებიც არ მოსწონთ და აშკარად, "ცუდად ექცევიან" მათ. რატომ არ აყალიბებს (ორბანი) ალიანსს პუტინთან და ამ ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოებთან? როცა არ გინდა, იყო კლუბის წევრი, ყოველთვის შეგიძლია დატოვო“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადისლავ ტეოფილ ბარტოშევსკიმ.
ამასთან, დიპლომატმა ორბანის პოლიტიკას უწოდა „ანტიევროპული, ანტიუკრაინული და ანტიპოლონური“.
27 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა არ გახდება NATO-ს ან ევროკავშირის წევრი და ასევე გამოაცხადა „ევროპის დაცემა“.