POLITICO "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს მმართველი პარტია სადავო რუსული სტილის "უცხოური აგენტების" შესახებ კანონს აბრუნებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად".
"ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა თავის დროზე თქვა, რომ კანონის ქართული ვერსია „ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შეუსაბამო” იქნებოდა და „ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს გაცხადებულ მიზანს” შეეწინააღმდეგებოდა”, – აღნიშნულია სტატიაში.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს.