უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა.
ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
წუხელ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგია. მომხდარში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყირიმის ხიდზე „ორი უკრაინული, წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის" შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის" მუხლით.