უკრაინის კონტრშეტევის ძირითადი ეტაპი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უახლოეს კვირებში შესაძლებელი იქნება თავდაცვის ძალების წინსვლის დინამიკის დაკვირვება. ეს განცხადება გენერალმა ბენ ჰოჯსმა, Espreso-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"უკრაინა დაადგა გზას, რომელიც მიგვიყვანს ყირიმის განთავისუფლებამდე და რუსული ჯარების უკრაინიდან გაძევებამდე. ასე რომ, კონტრშეტევის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინისთვის, მაგრამ მისი მთავარი ეტაპი ჯერ არ დაწყებულა," - აღნიშნა მან.
გენერლის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზეწოლას ახდენენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვაზე, ეძებენ სისუსტეებს, აბნევენ მტერს სად იქნება შეტევის მთავარი მიმართულება, ასევე საომარი მოქმედებების დროს იქნება გარკვეული დანაკარგები.
"ვფიქრობ, მომდევნო დღეები ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე ველი, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ ვიხილავთ ბევრად მეტ წარმატებას და უკრაინული ძალების გადაადგილების პროგრესულ დინამიკას," - განაცხადა მან.