რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის სპეცსამსახურებს - როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ რუსეთში".
"ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება", - აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსეთში „დაუდგენელი დრონების“ გამოყენებით ინციდენტები გახშირდება.
მისი თქმით, უკრაინა არ იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე და ყველაფერს თავად რუსეთის ფედერაცია აკეთებს:
"რუსეთი თავის თავს გაინადგურებს. ეს ცალსახაა".