აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის აპატიებს. ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა ხელი მოაწერა თავისი სიკვდილის ორდერს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
"პრიგოჟინის შესახებ: ღირს ომის ნისლის გაქრობის მოლოდინი... აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის აპატიებს. ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა ხელი მოაწერა თავისი სიკვდილის ორდერს იმ მომენტში, როცა ირწმუნა ლუკაშენკოს უცნაური „გარანტიები“ და პუტინის აბსურდული „საპატიო სიტყვა“. პრიგოჟინისა და ვაგნერის სარდლობის დემონსტრაციული ლიკვიდაცია გადატრიალების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ არის სიგნალი პუტინისგან რუსეთის ელიტებისთვის 2024 წლის არჩევნების წინ. "ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის". მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი რუსი სამხედროებისთვის”, - წერს პოდოლიაკი.