"ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა."- განაცხადეს "როსავიაციაში"
უწყებაში აღნიშნეს, რომ ფრენა საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც დადგენილი წესით იყო გაცემული. მათივე თქმით, ბორტზე სულ ათი ადამიანი იმყოფებოდი და არსებული მონაცემებით, ყველა დაიღუპა.
"როსავიაციაში" აცხადებენ, რომ ბორტზე იმყოფებოდნენ სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ასევე, ეკიპაჟის წევრები ალექსეი ლავში, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.