თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმირებულია.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს.
„ჩვენ ვნახეთ ანგარიშები. თუ დადასტურდა, არავის არ უნდა გაუკვირდეს. უკრაინის დამღუპველმა ომმა მიგვიყვანა კერძო არმიის ლაშქრობამდე მოსკოვისკენ და ახლა, როგორც ჩანს, აქამდე“, – აღნიშნა საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განცხადებაში.
ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა რუსული განიცახადა.
მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.
რუსული მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვნა.