რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლეიენთან, არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი ომში ჩაითრიონ, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს უკრაინაა. ეს ისეთი „კულტურაა“, რომელიც კიევიდან მოდის. ეს არის ადამიანი, რომლითაც ბრიუსელი აღფრთოვანებულია და ქვეყანა, რომლის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებაც სურთ. ვერავინ დაემუქრება უნგრეთს ან მის პრემიერ-მინისტრს. ვერავინ დაგვაშანტაჟებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ უკრაინის ომის ფასის გადახდაზე და უარს ვამბობთ ენერგომატარებლების უფრო მაღალ ფასებზე უკრაინის გამო.
რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლეიენთან და მანფრედ ვებერთან (ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი), ბრიუსელში პარტია Tisza-ს პოლიტიკურ მოკავშირესთან, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ უნგრეთი ომში ჩაითრიონ“, – განაცხადა სიიარტომ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიფინგზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაემუქრა, რომ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს.











