28 აპრილს, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 9 მაისის 80-წლისთავთან დაკავშირებით 8-11 მაისს რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:
"პრეზიდენტი ჰუმანიტარული ხასიათის მოსაზრებებით ხელმძღვანელობს. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს კეთილი ნება".
კრემლში ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინის მხრიდან ე.წ. 9 მაისის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში რუსეთი "მეტოქეს ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს გასცემს".