კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ყველანაირი წინაპირობის გარეშე მზად არის, უკრაინასთან აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

"ტრამპის წარმომადგენელთან, უიტკოფთან გუშინდელი საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზად არის, ყველანაირი წინაპირობის გარეშე განაგრძოს მოლაპარაკებები უკრაინასთან" – ამბობს პესკოვი.