კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების "მკაცრს კრიტერიუმებს ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ვერ აკმაყოფილებენ".
"ევროკავშირს ყოველთვის ჰქონდა გაწევრიანების მკაცრი კრიტერიუმები და ამ დროისთვის აშკარაა, რომ ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ“, - თქვა პესკოვმა თემის კომენტირებისას.
მისი თქმით, ევროკავშირი ახლა „თავის ისტორიაში არც თუ საუკეთესო პერიოდი უდგას“, როგორც ბლოკის ფუნქციონირების, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით და "ცხადი ხდება", რომ კიევთან და კიშინიოვთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება "აბსოლუტურად პოლიტიზებულია".
„ევროკავშირის სურვილია, ამ გზით გამოხატოს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ახალ წევრებს რეალურად ევროკავშირის დესტაბილიზაცია შეუძლიათ“, - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს, რადგან "იმავე კონტინენტზეა განთავსებული, რომელზედაც ევროკავშირი".