გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ქალაქ კილთან არსებულ სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას, ბუნდესვერისთვის და უკრაინისთვის IRIS-T-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეკვეთა დაადასტურა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იტყობინება.
თავის გამოსვლაში შოლცმა განაცხადა, რომ ბუნდესვერისთვის 6 ერთეული IRIS-T სისტემების შესყიდვა ევროპული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ინიციატივის, „ზეციური ფარის“გაძლიერებისთვის გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
ამასთანავე, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 17 ერთეული IRIS-T სისტემა შეუკვეთა. საუბარია 8 ერთეულ SLM (საშუალო მანძილზე მოქმედი) და 9 ერთეულ SLS (მოკლე მანძილზე მოქმედი). უკრაინას ამ მომენტისთვის 4 SLM და 3 SLS სისტემები გააჩნია.
შოლცის განცხადებით, აღნიშნული სისტემებით უკრაინამ 250 ერთეული რუსული რაკეტის, დრონის და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო - „ეს არის დასტური იმისა, რომ გერმანული დახმარება უკრაინისთვის არ ჩერდება“ - განაცხადა შოლცმა.
გერმანელმა ჩინოვნიკმა Bloomberg-თან ინტერვიუსი დააზუსტა, რომ 2026 წელს უკრაინა გერმანიისგან 24 ერთეულ IRIS-T სისტემას მიიღებს - 12 მოკლე მანძილზე მოქმედს, ხოლო 12 საშუალო მანძილზე.