გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოლდოვას ეწვია, სადაც ორმხრივი ურთიერთობის და უსაფრთხოების საკითხების შესახებ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მაია სანდუსთან და პრემიერ-მინისტრ დორინ რუჩანთან.
"განხილული იქნება ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის გავლენა მოლდოვაზე", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ცნობით, "შეხვედრებზე ასევე ისაუბრებენ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების პროცესზე და ამ პროცესში კიშინიოვის მიმართ ბერლინის მხარდაჭერაზე".