გერმანიის პრესის ინფორმაციით,ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრაზილიაში მიმდინარე „დიდი ოცეულის" სამიტის კულუარებში განაცხადა.
„მე მაქვს ძალიან მკაფიო მიზეზები, თუ რატომ არ მიმაჩნია მართებულად „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეღწევისთვის", - განაცხადა შოლცმა და დასძინა:
გერმანიას მოუწევს მონაწილეობის მიღება მიზნობრივ მართვაში, მაგრამ „ეს არის ის, რაზედაც პასუხისმგებლობის აღება არ შემიძლია და არც მინდა".
კანცლერის თქმით, „მძლავრი იარაღი, რომელსაც აქამდე ვაწვდით... არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შესაღწევად" და ადრე ერთადერთი გამონაკლისი დაიშვა ხარკოვისთვის, რადგან ქალაქზე თავდასხმები ხდებოდა ახლომდებარე საზღვრიდან.