ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების ცენტრალურ გარანტიად კონვენციური შეიარაღების დიდი არსენალის შექმნას და უკრაინისთვის გადაცემას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დასავლეთში ამგვარად ფიქრობენ, რომ თუ კი უკრაინას შეიარაღების მოცულობითი არსენალი ექნება, რომლითაც ეფექტური სადამსჯელო დარტყმის განხორციელება იქნება შესაძლებელი, ეს საკმარისი იქნება რუსეთის შეკავებისთვის და ხელახალი თავდასხმის აღსაკვეთად.
წყაროების ცნობით, ჩინოვნიკები ასევე განიხილავენ, რომ შესაძლოა ჯო ბაიდენმა უკრაინას ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი დაუბრუნოს, რომელიც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემგეგ, ბუდაპეშტის მემორანდუმის შედეგად დაკარგა. ზოგის აზრით, ბირთვული იარაღი რუსეთის შეკავების კიდევ ერთი და უფრო ქმედითი საშუალება იქნება.
თუმცა, წყაროები ამბობენ, რომ ამგვარი ნაბიჯი მეტად რთული იქნება და სარისკო შედეგებს ატარებს.