სომხეთი დატოვებს თავდაცვის კოლექტიურ ორგანიზაციას (ОДКБ) თუ კი ორგანიზაცია უპასუხოდ დატოვებს სომხეთის კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ახლა ვითხოვთ, ველოდებით, მოვითხოვთ, რომ ჩვენმა პატივცემულმა პარტნიორებმა ორგანიზაციაში გვიპასუხონ კითხვაზე, როგორია ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში",- განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, გასულ წლებში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმაზე "წითელი ხაზი" იყო, რასაც მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა.
"მაგრამ, 2021 წლის მაისში აზერბაიჯანის თავდასხმის დროს, როდესაც დავაფიქსირეთ, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია ОДКБ-ს განაწესში გაწერილი ზომები არ მიუღია",- ამბობს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერის თქმით, 2020 წლის ომის დროს ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის გასაგზავნად, თუმცა მისთვის გაუგებარია ორგანიზაციის მიერ არჩეული ნეიტრალიტეტი, როდესაც სომხეთი მისი წევრია.
ფაშინიანის თქმით, თუ სომხეთი მიიღებს დამაკმაყოფილებელ პასუხს პრობლემები მოგვარდება - "წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკა გამოვა ОДКБ-იდან, როდის ამას ვერ გეტყვით."