აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Neuralink-ს, ილონ მასკის კომპანიას, ტვინის იმპლანტანტების ადამიანებზე გამოცდის ნება დართო. ინფორმაციას Neuralink-ი Twitter-ზე ავრცელებს. მარეგულირებელ ორგანოს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
"მოხარული ვართ გაუწყოთ, რომ ადამიანებზე პირველი კლინიკური ცდის ჩატარებისთვის FDA-სგან ნებართვა მივიღეთ! ეს Neuralink-ის გუნდის გასაოცარი მუშაობის შედეგია FDA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ტექნოლოგიას ბევრი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს", - წერს კომპანია.
FDA-ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Neuralink-მა ტვინში ჩიპის ჩანერგვის უფლების მოსაპოვებლად განაცხადი 2022 წლის პირველ ნახევარში შეიტანა. მარეგულირებელმა ორგანომ თავდაპირველი მოთხოვნა უარყო, მიზეზად კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი დაასახელა.
Neuralink კლინიკური ცდის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. ტვიტს თუ დავუჯერებთ, მოხალისეების შეგროვება ჯერ არ დაუწყიათ.