ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომელი სწორედ ისრაელის არმიის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა.
ნეთანიაჰუს თქმით, საჰაერო შეტევა "უნებლიე შეცდომა იყო, რაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა."
ტრაგიკულ ინციდენტს გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერიც. უწყების ცნობით, უკვე მიმდინარეობს გამოძიება და მისი პირველადი შედეგები მოსახლეობისთვის მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საჰაერო თავდასხმის დროს საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.