გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
დოკუმენტი მოითხოვს რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
გაერო ასევე მოითხოვს, რომ კონფლიქტის ორივე მხარემ შეწყვიტოს ცეცხლი მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის (წელს 10 მარტიდან 9 აპრილამდე) განმავლობაში და უზრუნველყოს სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.
საბჭოს 14 წევრმა მხარი დაუჭირა 10 არჩეული წევრის მიერ შეთავაზებულ დადგენილებას. რეზოლუციისთვის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა აშშ-მა. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, კენჭისყრაში თავი შეიკავა, რადგან ის არ ეთანხმება ყველაფერს რეზოლუციაში და ტექსტი არ შეიცავს "ჰამასის" დაგმობას.
რუსეთი ცდილობდა ტექსტში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას მსაზღვრელი სიტყვა "მუდმივი" დამატებოდა, რაც უარყოფილი იქნა.
მანამდე რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის შეთავაზებული რეზოლუციის წინა ვერსია.