იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

მოგვიანებით ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აქციის მონაწილეები გააკრიტიკა.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, დემოკრატიაში პროტესტი ლეგიტიმურია, მაგრამ მთავრობის წინააღმდეგ ორგანიზებული აქციები ყველა ზღვარს გადავიდა.

"დემოკრატიაში პროტესტი ლეგიტიმურია, თუმცა რაც ხდება მთავრობის წინააღმდეგ ორგანიზებული, დაფინანსებული, პოლიტიკური აქციების დროს, ყველა ზღვარს ცდება. ისინი ანადგურებენ ქონებას, ბლოკავენ გზებს, პრობლემებს უქმნიან მილიონობით მოქალაქეს, სახელმწიფო მოხელეებსა და მათ შვილებს ბაღებამდე, სკოლებამდე დასდევენ, ყოველდღე გვემუქრებიან მე და ჩემს ოჯახს მკვლელობით", – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტები, უკვე რამდენიმე თვეა, მოუწოდებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, დააჩქაროს ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების პროცესი.