ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
"ჩვენი ომი არის "ჰამასის" ტერორისტებთან. ჩვენი სამართლიანი მიზნებია "ჰამასის" დამარცხება და ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნება", – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
როგორც Reuters წერს, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი, რომლებიც მუშაობდნენ ისეთ სააგენტოებში, როგორიცაა Reuers, Associated Press, და Al Jazeera.