NATO-ს 2026 წლის სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7-8 ივლისს გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის მიღებისთვის. თურქეთი 70- წელზე მეტია NATO-ს ძლიერი მოკავშირეა, მას ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს. შემდეგ სამიტზე ლიდერები NATO-ს გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებენ", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს სამიტი თურქეთში უკვე მეორედ ჩატარდება. პირველად ის 2004 წელს სტამბოლში გაიმართა.