NATO-მ ჩრდილოეთ კოსოვოში, დამატებით 700 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. მიზეზი სერბ დემონსტრანტებთან მომხდარი შეტაკებები გახდა, რის შედეგადაც მისიის მონაწილე 30 სამხედრო დაშავდა.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ნატო საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანს სარეზერვო ძალების კიდევ ერთ ბატალიონს, რათა საჭიროების შემთხვევაში ადგილზე განალაგოს. ამჟამად, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, კოსოვოში ნატოს 3800 ჯარისკაცი იმყოფება.