მოსკოვში დღეს, 29 თებერვალს, "ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს.
რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი სოკოლოვი, ჯერ უცნობია. მის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის "დისკრედიტაციის“ შესახებ. შესაძლოა, მას დაეკისროს ჯარიმა, 50 ათას რუბლამდე.
საქმე პეროვსკის სასამართლოში განიხილება, სხდომის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.
სერგეი სოკოლოვი "ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი 2023 წლის ნოემბერში გახდა.