მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 77%
არსებული მონაცემების თანახმად, პარლამენტში შედის 5 პოლიტიკური სუბიექტი:
პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ - 45,15% (556363 ხმა)
ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ - 27,55% (339571 ხმა)
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლოს ბლოკი „ალტერნატივა“ - 8,79%(108323 ხმა)
„ჩვენი პარტია“ - 6,41% (78984 ხმა)
მოლდოვის დემოკრატიული პარტია - 5,82% (71733 ხმა)
საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 52.04% შეადგინა - რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 603 ათას 658-მა ამომრჩეველმა, მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე კი 276315-მა ამომრჩეველმა.