მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 42,7%.

არსებული მონაცემების თანახმად, პარლამენტში 5 პოლიტიკური სუბიექტი ხვდება:

პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ - 43,06% (294182 ხმა)

ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ - 29,22% (199652 ხმა)

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლოს ბლოკი „ალტერნატივა“ - 8,24%(56278 ხმა)

მოლდოვის დემოკრატიული პარტია - 6,50% (44438 ხმა)

„ჩვენი პარტია“ - 6,43% (43907 ხმა)

საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 52.04% იყო - რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე მონაწილეობა  მიიღო 1 მილიონ 600 ათასმა ამომრჩეველმა, მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე კი 264 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა.