ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის და უკრაინის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

მოლდოვის ფერმერთა ასოციაციამ შეშფოთება გამოხატა უკრაინიდან მარცვლეულის და ზეთოვანი კულტურების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებაში არსებული შეფერხებებით და დაიმუქრა, რომ წლის ბოლომდე პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე არსებული ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი იქნება ბლოკირებული.

ფერმერები უკმაყოფილონი არიან, რომ მიმდინარე შეზღუდვები მოქმედებს წლის ბოლომდე, გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი მხოლოდ ამ კვირაში გამოქვეყნდა და ფაქტობრივად, ის შესაძლოა 2025 წლის იანვარ-თებერვლამდე იქნეს მიღებული, ეს კი მათ პროდუქციის ფასების შემცირების მაღალ რისკს აჩენს.  

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პროექტი დამტკიცდება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, რაც უზრუნველყოფს ადრე გამოყენებული რეჟიმის უწყვეტობას და ხელს შეუწყობს შიდა აგრარული ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას.