მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა, - განუცხადა CNN-ს ადგილობრივი პოლიციის უფროსმა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მამაკაცი შეიარაღებული იყო და ფედერალურმა აგენტმა მას წინააღმდეგობის გაწევიას თავდაცვის მიზნით ესროლა.
მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა სროლის შესახებ ინფორმაციას „ამაზრზენი“ უწოდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მინეაპოლისიდან ფედერალური აგენტების გაყვანა მოსთხოვა.
„დაუყოვნებლივ გაიყვანეთ საიმიგრაციო და სასაზღვრო პოლიცია ჩვენი შტატიდან“, - დაწერა ტვიტერზე სენატორმა ემი კლობუჩარმა.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით მომხდარი სროლის ადგილის მახლობლად კვლავ დაძაბული მდგომარეობაა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უკიდებენ ქუჩაში ცეცხლს ნაგვის ურნას. ხელისუფლება ხალხმრავალი ქუჩების კონტროლს დამატებითი ზომების გამოყენებით აგრძელებს.

ფედერალური პოლიცია აცხადებს, რომ აგენტები მიზანმიმართულ ოპერაციას ატარებდნენ არალეგალური იმიგრანტის წინააღმდეგ, რომელიც „ძალადობრივი თავდასხმისთვის იძებნებოდა“, როდესაც „პირი აშშ-ის სასაზღვრო პატრულის თანამშრომლებს 9 მმ-იანი ნახევრად ავტომატური პისტოლეტით მიუახლოვდა“.
„ოფიცრებმა სცადეს ეჭვმიტანილის განიარაღება, მაგრამ შეიარაღებულმა ეჭვმიტანილმა ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწია“. ამის შემდეგ, „ერთ-ერთმა აგენტმა თავდაცვის მიზნით გაისროლა. ადგილზე მყოფმა ექიმებმა დაუყოვნებლივ გაუწიეს სამედიცინო დახმარება დაზარალებულს, მაგრამ ის ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებს ფედერალური პოლიცია.
მას შემდეგ, რაც შაბათს მინეაპოლისში იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცი მოკლეს, ფედერალური ჩინოვნიკები შეეცადნენ ადგილობრივი პოლიცია შემთხვევის ადგილზე შესულიყო, - განუცხადა CNN-ს მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა ბრაიან ო’ჰარამ.




