ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პეტერ ფიშერს, მან უბრალოდ ფაქტები თქვა, – ასე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
“ბოლომდე მხარს ვუჭერ ელჩ პიტერ ფიშერს. მან უბრალოდ ფაქტები თქვა…”, - წერს როთი სოციალურ ქსელში.
I fully support ambassador @Diplo_Peter! He just told the facts… https://t.co/XACuBCu8xu
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) May 30, 2024
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BMG-სთან განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, მისთვის ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება".
აღნიშნულ განცხადებას კი საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა: "გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად - ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ".