რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მართებულად მიიჩნევს იმ ნამუშევრების პირატული ასლების ჩამოტვირთვასა და ინტერნეტით გავრცელებას, რომლებიც დასავლელი საავტორო უფლებების მფლობელების გადაწყვეტილებით, რუსეთში მიუწვდომელი გახდა. ინფორმაციას რუსული მედია Tass ავრცელებს.
"იცი რა? მოძებნეთ მეკობრეობის გზები და ჩამოტვირთეთ... თუ დაგვტოვა, ყველანაირმა „ნეტფლიქსებმა“ და სხვამ, მაშინ ჩვენ გადმოვწერთ ყველაფერს, გამოვიყენებთ უფასოდ. გავავრცელოთ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში, რათა მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ. მაქსიმალური ზიანი, რათა გაკოტრდნენ",- თქვა მედვედევმა.