"ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული "- წერს ტელეგრამზე დიმიტრი მედვედევი და კიდევ ერთხელ იმუქრება "ბირთვული ომით".
"ატომური ძალის დამარცხებამ ჩვეულებრივ ომში შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი", - წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
მედვედევი ამ განცხადებით ნატოს თავდაცვის ძალების ლიდერების მორიგ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც "რამშტაინის" ფორმატში, პარასკევს გერმანიაშია დაგეგმილი. შეხვედრაზე ლიდერები ისაუბრებენ სტრატეგიაზე და უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენაზე რუსეთის დასამარცხებლად.