რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილისთვის ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარდგებიან არა მხოლოდ ადამიანების სასამართლოს წინაშე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სასამართლოზე და მიიღებენ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეს“, – წერს მედვედევი.
პირველ აპრილს კიევის სასამართლომ კიევ-პეჩერის ლავრის ყოფილ ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პაველს ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.
მიტროპოლიტს რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლებაში დასდეს ბრალი.