რუსეთი იბრძვის არა უკრაინასთან, არამედ NATO-სთან, ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ომის მოსაგებად, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ არ გვეწინააღმდეგება უკრაინა, ჩვენ გვებრძვის მთელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ომი, რომელსაც დასავლური სამყარო აწარმოებს ჩვენს სახელმწიფოსთან. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველასთან. ეს ძალიან რთული ამოცანაა, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ომი მოვიგოთ“, – აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დარწმუნებულია სპეცოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება რუსეთის სასარგებლოდ.